News

გელა კანდელაკს ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს ჯილდო გადაეცა

Not-Available For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language!. You may click the link to switch the active language!.

ხელის ჩრდილების თეატრის დამფუძნებელს, სამხატვრო ხელმძღვანელსა და რეჟისორ გელა კანდელაკს ლიტვის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის, ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს ჯილდო გადაეცა.

გელა კანდელაკს ჯილდო, სპეციალურად გამართულ საღამოზე, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა გადასცა.

დაჯილდოვებას ლიტვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კინოცენტრის წარმომადგენლები, მეჩრდილე მსახიობები და ლიტველი და ქართველი მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გელა კანდელაკს ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს ჯილდო გადაეცა

ხელის ჩრილების თეატრის პირველი დასი 1982 წელს შეიკრიბა. პირველი სპექტაკლის პრემიერა პარიზში 1991 წელს შედგა. მას შემდეგ სხვადასხვა დასის მეჩრდილეებმა 30-ზე მეტი ქვეყანა, 100-ზე მეტი სოფელი და ქალაქი მოიარეს.

2015 წელს ლიტვიდან, ხელის ჩრდილების ოსტატობის შესასწავლად გელა კანდელაკთან სტუდენტების ჯგუფი ჩამოვიდა. ორწლიანი მუშაობის შემდეგ, „ბუდრუგანა-გაგრა“ საერთაშორისო ბრენდი გახდა, შეიქმნა „ბუდრუგანა-ლიტვა“. მთელს მსოფლიოში უნიკალურ, მხოლოდ ხელის ჩრდილების თეატრს შვილობილი თეატრი ლიტვაში გაუჩნდა.

წელს გელა კანდელაკის კინოში მოღვაწეობის მე-60 და ჩრდილებში მუშაობის 36-ე წელია.