Shorena Psuturi
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კინო-ტელე მხატვრობის ფაკულტეტი დავამთავრე.
პროფესიით მხატვარი ვარ. როცა ინდონეზიაში სულიკო ვიმღერე, ეს ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა იყო. ამ ნაბიჯის გადადგმა თავად ინდონეზიელების ნამღერმა სულიკომ შთამაგონა.
ჰობი – ხატვა, ანიმაცია, ფოტოგრაფია, ბოლო დროს გატაცებული ვარ ხელნაკეთი თოჯინების კეთებით
სურვილი – “ბუდრუგანა გაგრას” სპექტაკლის თამაში აფხაზეთში.
ბუდრუგანა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, ამ სამყაროში კიდე უფრო დიდი სამყარო აღმოვაჩინე.
ყოველდღიური რეპეტიციების მიუხედავად, მეჩრდილეობა იმდენად სასიამოვნოა, სირთულეს ვეღარ ვგრძნობ.
ჩრდილებში ვაკეთებ ხეს, წყალს, ყვავილებს და სოლოს ბახის ნაწარმოებში.
ბავშვური, მაგრამ გულწრფელი ოცნება მაქვს – მინდა ფერადი ბუშტებით ღრუბლებში ვიფრინო.