Ketevan Chitadze
მეჩრდილე, მუსიკისმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და თბილისის კრეატიული განათლების სტუდიის მუსიკალურ-თეორიული საგნების პედაგოგი.
“ბუდრუგანას” მსგავსად ქეთიც 34 წლისაა.
ჩრდილების თეატრი “ბუდრუგანა გაგრა,” 2007 წელს აღმოაჩინა. სამეფო უბნის თეატრში ფესტივალის “თბილისი – თანამედროვე მუსიკის საღამოების” ფარგლებში, მულტიმედია “ჰელიკოპტერი და ბუდრუგანა” დაიდგა. 2008 წლიდან კი ხელის ჩრდილების თეატრის მსახიობია. სპეციალიზაცია – ტალღა.
“ბუდრუგანა” მისთვის სამყაროა, რომელიც სითბოთი, სიყვარულით და აღმოჩენებით სავსეა.
“ბუდრუგანას” საყვარელ ადამიანს ამსგავსებს, რომელიც ხანდახან გაბრაზებს, მაგრამ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია.
მუსიკა კი მისთვის “ბგერების კომბინაციაა”, რომელშიც, მისი აზრით, თუ გენიოსის ხელი გაერია, შვებას მოგანიჭებს და დაგიმტკიცებს, რომ სამყარო მშვენიერია.
საკუთარი თავის აღზრდასა და ადამიანებისთვის მეტი “სარგებლის” მოტანას უმიზნებს.
ოცნებობს სოფელში ცხოვრებასა და ბუნებასთან ახლოს ყოფნაზე, პროფესიული რეალიზებისა და მატერიალური პრობლემების ადგილზევე მოგვარების პერსპექტივით…
მომავალს მუდმივად უკეთესის მოლოდინით უყურებს.
ბუდრუგანას გელა კანდელაკის კარგად ყოფნას, საქართველოში პოპულარობას, სახელმწიფოსგან მეტ დაფასებას, საკუთარ შენობას, ენთუზიაზმით, საინტერესო იდეებითა და ჩრდილების ხელოვნების სიყვარულით აღსავსე ახალ თაობას უსურვებს.