Zurab Kvachakhia
აფხაზეთი, გალის რაიონი სოფელი ოქუმიდან. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე, ტელერეჟისურაზე ვსწავლობდი.
სატელევიზიო რეკლამით შევიტყვე, რომ რეჟისორი გელა კანდელაკი აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს არჩევდა, რომლებიც გამოირჩეოდნენ ხატვით, ჩანაწერებით… რადგან ხატვის ნიჭი არ მქონდა, ჩანაწერები გავაგზავნე. ცოტა ხანში დეპეშა მომივიდა, რომ თბილისში, კინოსტუდიაში გასაუბრებაზე უნდა მივსულიყავი. ბევრნი ვიყავით. ვნერვიულობდი. რომ შევედი, ჩემსა და ბატონ გელას შორის ძალიან უშუალო საუბარი შედგა. მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ასეთივე უშუალო დარჩა. უკვე 18 წელია.
ახლა ჩრდილების მსახიობი და დირექტორი ვარ. ვაკეთებს ხეს, სპილოს, ძაღლს, მთას, ტალღას, დათვს
დაახლოებით 16-მდე ქვეყანაში ვიმოგზაურე. ამ დროის მანძილზე 300-მდე სპექტაკლში ვმონაწილეობდი.
ფესტივალები და გასტროლები გვქონდა – საქართველოში, გერმანიაში, ლიტვაში, თურქეთში, ინდონეზიაში, ტაილანდში, მაკედონიაში, უკრაინაში, ირანში, ინდონეზიაში და ა.შ. 12. გასტროლი – საქართველოს რეგიონები, ლიტვა, გერმანია, ინდონეზია.
ჩემი ჰობი ველოსიპედით სეირნობაა. სურვილით კი მინდა, გაგრაში ჩრდილების სპექტაკლის თამაში და აფხაზეთში დაფუძნება.
ბუდრუგანაც აფხაზეთში მინდა, გაგრაში – “ბუდრუგანა გაგრა”