Actors

Elene Murjikneli

მაისში 20 წელი გახდება რაც ჩრდილების თეატრში ვარ. განათლება – (საბუთებით არაფერი), ისე გელა კანდელაკის სახელოსნოში ვსწავლობდი. პროფესიები – მეჩრდილე, ანიმატორი, მემონტაჟე. დროდადრო, ანიმაციასა და ჩრდილების ხელოვნებას ვასწავლი.
ფესტივალები – ბევრ ფესტივალზე ბევრ ადამიანთან ერთად ვიყავი. გასტროლები შენი ხელოვნების გაზიარება და იქ იმ ქვეყნის შეცნობაა, სადაც მიდიხარ

ჩრდილების თეატრში რაც საჭიროა ყველაფერს ვაკეთებ. გამოკვეთილი გმირებია: კვატი, გორილა…

ბუდრუგანა ტაატით და ჭრიალით მოსიარულე ეტლია, გელა კანდელაკის ხელის ჩრდილების თეატრის სახელწოდება და ჩემთვის კიდევ სხვა სამყარო.

ერთერთი გასტორლისას ჩრდილების ქუჩის ფესტივალზე დაგვპატიჟეს, წავედით. ყველა ხელებში გვიყურებდა, სხვა ქვეყნის თეატრებს ყველას თოჯინები ეჭირათ, ჩვენზე კი ეგონათ, რომ თოჯინები დაგვრჩა. მხოლოდ შიშველი ხელებით ჩრდილების კეთება ვერ წარმოედგინათ. ეს ჩრდილების სამყაროში ყველასგან გამორჩეულს გვხდის.

ანიმაცია კი დრო და მოძრაობაა (ეს ჩემი სიტყვები არაა, ასეა ოფიციალურად). საკითხავია დრო და მოძრაობა რა არის???…. ალბათ, სულ რაღაცის ძიება.

ჩემი ოცნება კარგად ყოფნაა. (ომი და ცელოფნის პარკები რომ არ იყოს)
ბუდრუგანა მართლა მინდა იყოს ტაატითა და ჭრიალით მოსიარულე ნამდვილი ეტლი, რაც შეიძლება მეტი ბავშვის გაცნობა შეძლოს და მეტი ყურადღებაც დაიმსახუროს…