სამმაგად ისტორიული
27 მაისი, ჩვენი ჩრდილების თეატრისთვის, სამმაგად ისტორიული დღეა.
დღეს, გელა კანდელაკის ჩრდილების თეატრის შემქნელის, რეჟისორის, სამხატვრო ხელმძღვანელის, კინორეჟისორის, პროდიუსერის, სცენარისტის დაბადების დღეა. გელა კანდელაკი 82 წლის გახდა.
ხელის ჩრდილების თეატრი კი უკვე 40 წლისაა.
პირველდასელები რეჟისორ გელა კანდელაკთან ერთად 1982 წელს შეიკრიბნენ, ცდით, ფიქრით, მუშაობით, იდეით, სირთულითა და სიმარტივით, შუქისა და სიბნელის თამაშით, უთოჯინოდ, მხოლოდ საკუთარი ხელის ჩრდილების გაცოცხლებით მსოფლიოში გამორჩეული თეატრი შექმნეს.
დაბადების დღე აქვს ჩვენს პირველ სპექტაკლს
„წელწადის ოთხი დრო“ 31 წლისაა.
პირველად 1991 წლის მაისში, საფრანგეთში, პარიზში დაიდგა. მას შემდეგ „ბუდრუგანამ“ მოიარა იაპონოია, ამერიკა, გერმანია და მსოფლიოს სხვა, 30-მდე ქვეყანა მოიარა.
ვულოცავთ, ჩრდილების თეატრის რეჟისორს, ჩვენი სამივე დასის მსახიობებსა და მაყურებელს
ჩრდილების თეატრის სამმაგად ისტორიულ თარიღს