სპეციფიკა

გელა კანდელაკმა ხელის ჩრდილების სახით შექმნა სრულიად ახალი თეატრალური სისტემა. ეს სისტემა არის საოპერო და საბალეტო ხელოვნების თავისებურებების, პანტომიმის თეატრის ელემენტებისა და ანიმაციური ფილმის პრინციპების ნაზავი, რომელიც დაფუძნებულია კლასიკური დრამატული თეატრის ძირითად მახასიათებლებზე.

სწორედ ამ რთული ნაზავის წყალობით, ხელის ჩრდილებით შექმნილი, ერთი შეხედვით, მიამიტი ფიგურები ურთულესი და უღრმესი შეგრძნების მომცემ არსებად იქცნენ. ეს ახალი თეატრალური სისტემა განსაკუთრებით საინტერესოა იმ შემოქმედთათვის, ვისთვისაც ხელოვნებაში წმინდა მხატვრულ ფორმას აქვს მთავარი მნიშვნელობა.

ამ თეატრის გმირები თავისუფალნი არიან დრამატული თეატრის მსახიობის სხეულისაგან, მატერიისაგან, რადგანაც არიან ჩრდილები, მაგრამ ისინი განსხვავებით თრადიციულად ჩრდილების თეატრის გმირებისაგან, თავის მოქმედებაში არაიან ადამიანურები, ანუ სულიერნი, რადგანაც ისინი არიან ადამიანის ხელის ჩრდილები და არა მუყაოსგან გამოჭრილი ჩრდილები. ამ თეატრის შესაძლებლობები უსაზღვროა.

სცენის ზედხედი

ტექნიკური მახასიათებლები

სცენის სიგანე: 4 მეტრი, სიმაღლე 3.5 მეტრი, სიგრძე 4 მეტრი. სცენა შედგება ეკრანისაგან (ეკრანის სიგრძე 2 მეტრი), რომელზეც ისახება ჩრდილები, განათების სისტემისა და სხვადასხვა სიმაღლის ყუთებისაგან, რომელზეც მსახიობები დგებიან. ფესტივალებზე და გასტროლებზე მოგზაურობისას დასს ხშირად თან დააქვს განათების სისტემა და სცენისთვის საჭირო ყუთები, თუმცა ყოველთვის სასურველია, რომ მასპინძელმა ორგანიზაციამ უზრუნველყოს შესაბამისი რესურსები. ხელის ჩრდილების თეატრისათვის ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხმის სისტემას, თეატრის წარმოდგენებში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს მუსიკას.

წარმოდგენის მიმდინარეობისას კატეგორიულად არ შეიძლება სცენის მიმართულებით რაიმე სახის განათების გამოყენება (მობ. ტელეფონი, ფოტო აპარატი), რადგან მსგავსი ნათება საგრძნობლად ამახინჯებს გამოსახულებას.

გადმოწერეთ დეტალური სპეციფიკა