წარმოდგენები

ხელის ჩრდილების თეატრი ბუდრუგანა გაგრა - წარმოდგენები

წელიწადის ოთხი დრო

სპექტაკლის ხანგრძლივობა: 60 წუთი

მაყურებლის ასაკი: 4 წლიდან

სცენარის ავტორი და რეჟისორი: გელა კანდელაკი

კომპოზიტორი: თეიმურაზ ბაკურაძე

ახმოვანებენ: ეკა კვალიაშვილი, მალხაზ კუხიანიძე, ვახტანგ კომახიძე

სიმღერას ასრულებენ: კახი კავსაძე, კოტე, ნინო და თამარ ჟვანიები

სპექტაკლის პრემიერა 1991 წელს შედგა საფრანგეთში

სპექტაკლის პირველ, ძირითად ნაწილში მოთხრობილია დათვის ბელის ამბავი, რომელიც გაზაფხულიდან ზამთრამდე სხვადასხვა თავგადასავალში ებმება. მთავარ გმირში პატარები დაინახავენ საკუთარ თავს, ხოლო დიდები გაიხსენებენ ბავშვობას, სამყაროს შემეცნების პერიოდს.

სპექტაკლის მეორე, მცირე ნაწილში დათვის ბელი პერსონაჟებს ასწავლის ქართულ ხალხურ სიმღერას `ცა ლაჟვარდი~ და ამით ემშვიდობება მაყურებლებს.

რა საოცარი დღეა

ხანგრძლივობა: 70 წუთი

მაყურებლის ასაკი: 12 წლიდან

ავტორი და რეჟირსორი: გელა კანდელაკი

მუსიკალური კონსულტანტები: რევაზ კიკნაძე, ზურაბ ნადარეიშვილი, თამაზ ყურაშვილი, კესტუტის ვაიგინისი

სპექტაკლის პრემიერა შედგა 2010 წელს, თბილისში.

წარმოდგენა “ლუი ამსტრონგთან სპექტაკლის ავტორის ინტერვიუთი იწყება”. სპექტაკლი ასოციატურად ეხება ადამიანის დაბადებას, ბავშვობას სიყვარულს, განშორებას, სიკვდილს, სულის უკვდავებას… სპექტაკლი ეყრდნობა აფრიკულ ფოლკლორასა და ჯაზს. სპექტაკლში დათვების, გორილას, სპილოს, კიბორჩახალას, კუს, ადამიანის და სხვათა ჩრდილები მხოლოდ შიშველი ხელებით იქმნება.

უპატრონო ურო

რეჟისორი – გელა კანდელაკი

კომპოზიტორი – თეიმურაზ ბაკურაძე

ფორტეპიანო – ნანა ხუბუტია

პიერ ბულეზისა და რენე შარის პოემა