გელა კანდელაკის შემოქმედებითი სახელოსნო – ხელის ჩრდილების თეატრი და ანიმაცია – აცხადებს კონკურსს სტუდენტების მისაღებად!
სახელოსნოში ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ მიიღონ განათლება და დაეუფლონ ხელის ჩრდილების თეატრის სპეციფიკას, სამსახიობო ოსტატობას, დრამატურგიის საფუძვლებს, ანიმაციის ძირითად პრინციპებს.
სწავლის პროცესს სრულად აფინანსებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
პროექტის პარტნიორები არიან: შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, კინოცენტრი „ქართული ფილმი – აფხაზეთი“, „საქანიმა“ – ანიმატორთა ასოციაცია საქართველოში,
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – საბუთების მიღება.
2024 წლის 10 სექტემბრამდე
ელექტრონულ მისამართზე:
18 წლიდან 30 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოაგზავნოს თავისი СV და სამოტივაციო წერილი, ასევე, სურვილის შემთხვევაში, პორტფოლიო (ნამუშევრები).
II ეტაპი – გასაუბრება.
სწავლება დაიწყება 2024 წლის 23 სექტემბერს. სწავლის პერიოდი 2 წლიანია.
სახელოსნოს წარმატებით დამთავრების შემდეგ სტუდენტები ჩაირიცხებიან ხელის ჩრდილების სახელმწიფო თეატრის „აფხაზეთი“-ს დასში.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599917067