ბუდრუგანა გაგრა ბელგიაში გასტროლისთვის ემზადება
ჩრდილების სახელმწიფო თეატრი ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც მსოფლიოში ცნობილ მანდოლინისტ ავი ავიტალთან და ვენეციის ბაროკო ორკესტრთან ერთად წარსდგება კონცერტი-წარმოდგენით „ვივალდი ჩრდილების სამყაროში“. ღონისძიება ბრიუსელის ხელოვნების ცენტრში, Bozar-ის საკონცერტო დარბაზში 7 დეკემბერს ჩატარდება.
პროექტი პირეველად 2018 წელს, დორტმუნდის საკონცერტო დარბაზში განხორციელდა. მისმა წარმატებამ განაპირობა ბრიუსელის ხელოვნების ცენტრის დიდი ინტერესი და კონცერტი-წარმოდგენის ხელახალი ორგანიზება.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://www.bozar.be/en/activities/150984-vivaldi-in-the-land-of-shadows
გამოქვეყნებულია: 2019 - 12 - 01