ისტორია

ხელის ჩრდილების თეატრი “ბუდრუგანა” 1982 წელს თბილისში შეიქმნა. თეატრის ჩამოყალიბების იდეა რეჟისორ გელა კანდელაკს ეკუთვნის. თავდაპირველად ბუდრუგანა თოჯინების თეატრად იყო ჩაფიქრებული. პირველი დასი რეგიონებში ბავშვებისთვის სპექტაკლების გამართვის სურვილით აერთიანებდა სხვადასხვა პროფესიის მქონე ახალგაზრდებს.

ბუდრუგანა გაგრას ისტორია

1980-იან წლებში, უსახსრობის გამო თოჯინების შეძენა ვერ მოხერხდა. ამიტომ მეთოჯინე კარლო სულაკაურის რჩევით მხოლოდ შიშველი ხელებით დაიწყეს ჩრდილებით რეპეტიცია.

მუშაობა, ფიქრი, ოცნება, 9 წელი გრძელდებოდა. უნდოდათ სპექტაკლი სადმე სოფელში ეთამაშათ, რაც ვერ ხერხდებოდა. პირველი სპექტაკლის პრემიერა პარიზში 1991 წლის 27 მაისს შედგა. პარიზის გასტროლს მალე სანფ რანცისკო მოჰყვა. სადაც მთელი მსოფლიოდან 800-მდე მეთოჯინე თავის ხელოვნებას წარადგენდა. ეს, პროფესიულ წრეებში, ხელის ჩრდილების თეატრ “ბუდრუგანას” პირველი საერთაშორისო აღიარება იყო.

დღეს უკვე ხელის ჩრდილების თეატრი “ბუდრუგანა-გაგრა” მთელს მსოფლიოში გამოირჩევა თავისი ორიგინალობით, მხოლოდ ხელის ჩრდილებით დრამატული სპექტაკლების ტოლფასი წარმოდგენების თამაშითა და მხატვრული ოსტატობით.

თეატრის სახელწოდება “ბუდრუგანა” 2002 წლიდან შეიცვალა სახელწოდებით “ბუდრუგანა-გაგრა”. სწორედ ამ დროს დაკომპლექტდა დასი აფხაზეთიდან დევნილი ახალგარზდებით, რომლებიც თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სტუდენტები იყვნენ. მათ დააფუძნეს საზოგადოებრივ-საგანმანათლებო ორგანიზაცია “კვალი XXI”.

2010 წლიდან ხელის ჩრდილების თეატრს სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა. სწორედ ამ პერიოდიდან ბუდრუგანა-გაგრა სპექტაკლებს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე მართავს. აქტიურად მონაწილეობს საზღვარგარეთ თუ საქართველოში გამართულ ფესტივალებში.

პირველი სპექტაკლის აფიშა, პარიზი 1991 წ. 27 მაისი

შენობა

1982 წელს შექმნილ ხელის ჩრდილების თეატრს საკუთარი შენობა ჯერჯერობით არ აქვს. მსახიობები წლების განმავლობაში მეთოჯინე კარლო სულაკაურის სარდაფში, შემდეგ თოჯინების სახელმწიფო თეატრის სხვენში, ახლა კი რუსთაველის თეატრის ერთ ოთახში რეპეტიციობენ.

დასი

ამჟამად ხელის ჩრდილების დასის წევრები არიან: სამხატვრო ხელმძღვანელი – გელა კანდელაკი; თეატრის დირექტორი – ზურა ქვაჩახია; კომპოზიტორი – თეიმურაზ ბაკურაძე.

ბუდრუგანას მესამე დასი

ბუდრუგანას მესამე (ამჟამინდელი) დასის წევრები: ვადიმ შუბითიძე; ლევან ჩაჩანიძე; პაატა შენგელია; ზურა ქვაჩახია; ქეთევან ჭიტაძე; ელენე ზუბაშვილი; ელენე მურჯიკნელი; შორენა ფსუტური; მარიამ კაპანაძე; ნინო გოგიძე.

ბუდრუგანას მეორე დასის წევრები: შოთა თურქია; ინგა კუკულაძე; ირაკლი ურიდია; ქეთევან ბესელია; ნინო ნემსვერიძე; ჯუმბერ თაკალანიძე; ორესტ თოდუა; ანა ფარცვანია; ირაკლი მიზრახი; ანჟელა აბშილავა; თინათინ ჩხეიძე.

ბუდრუგანას პირველი დასის წევრები: გიორგი მაჭავარიანი; ვახტანგ კომახიძე; ია ელუა (ელუაშვილი); ქეთევან შავდია; მარინა გვიჩია; ილონა გვიჩია; სოფო სიხარულიძე; მზია მჭედლიშვილი; მაკა ლორთქიფანიძე; პაატა ფაჩუაშვილი; ანა გოგორიშვილი; ნატო ზაზაშვილი; ელენე ფიფია; ნუგზარ პერონიძე (თეატრის იმჟამინდელი მმართველი).