მსახიობები

პაატა შენგელია

კვების პროდუქტების ინჟინერიაზე სწავლის შემდეგ გელა კანდელაკის ექსპერიმენტულ ჯგუფში მოხვდა, სადაც რეჟისურას, ანიმაციას, სცენარსა და მონტაჟს სწავლობდა. უკვე 19 წელია ხელის ჩრდილების თეატრის მეჩრდილე მსახიობია.

პაატა შენგელია საგანმანათლებლო მოძრაობა „კვალი XXI“-ს დანადამფუძნებელიცაა.

ჩრდილებთნ ერთად 10-ზე მეტი ქვეყანა მოიარა. ის ყვავის ჩრდილის უბადლო შემსრულებელია. უყვარს ხატვა, კითხვა და ავტომობილები. ჩრდილებს პოპულარობასა და ბევრ ახალ სპექტაკლს უსურვებს.

აფხაზეთი, გულრიფშის რაიონი, დაბა აგუძერა